Thursday, April 7, 2011

- მიყვარხარ !


...მიყვარს...
და არ ვფიქრობ აი მიზეზებზე, რის გამოც მიყვარს...
უბრალოდ მსიამოვნებს მისი:
ღიმილი...ხმა, ხმის ტემბრი. რაღაცნაირად განსხვავებული.
თვალების ლამაზი გამოხედვა. მის ყოველ გამოხედვაში იმდენი სითბოა, იმდენი ეშმაკობა, იმდენი სიხარული, იმდენი რამ...
სიგარეტის მოწევის საყვარელი მანერა...
დაუსრულებელი ხუმრობა. ეს არის ადამიანი, რომელიც არასოდეს იღლება ხუმრობისგან...
უსაზღვროდ სევდიანი თვალები. ამ ხუმრობის მიუხედავად მე მის თვალებში სევდას ვხედავ.
თუმცა ამ ჩამონათვალის მიუხედავად ვიტყოდი, რომ მიზეზი არ მაქვს.
უბრალოდ მიყვარს და that's it.
არანაირი მიზეზები და ჩარჩოები.
ასეთი გამონათქვამი არსებობს: "თუ იცი რატომ გიყვარს, მაშინ შენ ის არ გიყვარს".
ხოდა ნამდვილად ვეთანხმები.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარს და მორჩა.
"იმიტომ შემიყვარდა, რომ ეს მომეწონა და ის მომეწონა"-ის დრო კარგა ხანია წავიდა.
ისეთი ადამიანი შემყვარებია, რომელსაც ადრე საერთოდ არც კი მივესალმებოდი.
ასე რომ love each other and be happy..


No comments:

Post a Comment